by Nikoloz Tchedia
Copyright © 2023
დმანისის საველე დღიური
ავტორი: ნიკოლოზ ჭედია

2006 წელი
შესავალი
მე ვარ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჭედია.
2001 წელს მოვიპოვე შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი, პროექტზე: ,,პირველი ევროპელი”. პროექტის ვადა არის 5 წელი (2001-2006). პროექტის მიზანია გაარღმავოს 1983 წელს საქართველოში, დმანისში დაწყებული კვლევები და მეტი სიცხადე შეიტანოს პირველი ევროპელის ასაკის დადგენის საკითხში. დაგეგმილია კვლების დასასრულს სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში საიენს (Science).

ამ ექსპედიციის შემადგენლობაში არიან მე, ნიკოლოზ ჭედია (ექსპედიციის ხელძღვანელი) და ექსპედიციის წევრები: გიორგი უცხრიკიძე, საბა ნაყოფია, ანდრია ლურსმანაძე და მათე ხუციშვილი.
კვლევისთვის გამოყენებულია: მარშალტუნის ტრავერები, საცერი, ფუნჯები, ბარი, წერაქვი, ჩაქუჩი, თასლი, ხელის ნიჩაბი, რუკა და საველე დღიური.
კვლევა ჩატარდა საქართველოში, დმანისში.
აღწერილობა
ექსპედიცია 2001 წლის 15 ივნისს შეუდგა საველე კვლევას. ამინდი იყო დამაკმაყოფილებელი, ტემპერატურა 27 გრადუსი, 25 ივნისამდე მიმდინარეობდა ინტენსიური გათხრითი სამუშაოები, რომელშიც იყვნენ ასევე ჩართულნი ადგილობრივი მოხალისეები. 25 ივნისს აღმოვაჩინეთ მიწაში 2 მეტრის სიღრმეზე ადამიანის მსგავსი არსების ქვედა ყბა, რომელიც გავასუფთავეთ, განვათავსეთ სპეციალურ ყუთში და შემდგომი კვლევისთვის მომდევნო დღეს გავაგზავნეთ ისტორიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. ასე გრძელდებოდა თითოეული აღმოჩენის დროს, ყოველივე ეს დეტალურად აღწერილია კვლევის ანგარიშში.

კვლევის განვმალობაში აღმოვაჩინეთ 2 ადამიანის მსგავსი არსების ქვედა ყბა, 3 თავის ქალა და ჩონჩხების სხვა წვრილი ნაწილები. ჩონხების აგებულება ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის აგებულებისგან: მათ ჰქონდათ დიდი ყბა, შედარებით მცირე ზომის ნიკაპი და გრძელი ზომის კიდურები, რაც მიანიშნებს იმას, რომ ჯერ კიდევ გამოიყენებდნენ ხელებს ცოცვისთვის. კვლევის ფართობმა შეადგინა 700 კვ.მ.
შედეგების ანალიზი
ჩვენ მიერ დმანისში აღმოჩენილი არტეფაქტების ლაბორატორიულმა კვლევის შედეგებმა, დაადასტურეს, რომ მათი ასაკი არის 1 800 000 წელი. ამ უნიკალური აღმოჩენით პირველი ევროპელის დღემდე ცნობილი ასაკი 2-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს სენსაციური აღმოჩენა ამერიკულმა გამოცემამ Science-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალია და ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიო სამეცნიერო კვლევების შედეგებს, დმანისის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას თავისი გარეკანიც დაუთმო.
![]()
თავის ქალა, რომელმაც მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ წარუდგინა საქართველო, როგორც დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი კერა.
ამ არტეფაქტების მაკეტები თბილისში, ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მათი დათვალიერება. გარდა ამისა, აღმოჩენილი ჩონჩხის ნაწილებისგან დამზადდა ქალისა და კაცის მაკეტი, რომელსაც სახელად ,,მზია და ზეზვა” უწოდეს.
საინტერესოა, რომ ამ ახალი აღოჩენით გაიზარდა დმანისით დაინტერესებული პირების რაოდენობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა აქვთ, ამ აღმოჩენით არსებითი გარღვევა მოხდა არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი კაცობრიობისთვის.
Published: Oct 23, 2023
Latest Revision: Oct 23, 2023
Ourboox Unique Identifier: OB-1507845
Copyright © 2023