დმანისის საველე დღიური

by lizi

This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

დმანისის საველე დღიური

by

  • Joined Dec 2022
  • Published Books 1

გამარჯობა, მე ძალიან მიყვარს ისტორია,ამიტომაც შევისწავლე ისტორია კარგად და გავხდი არქეოლოგი.ჩემი სახელია ლიზი.დიდი ხანია ვიკვლევ და მაინტერესებს კაცობრიობის ისტორია.ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ დმანისის ტერიტორიაზე.ძალზედ მაინტერესებს ჩვენი წინაპრები.

 

2

ჩვენ ვიცით რომ ჩვენი უძველესი წინაპრები იყვნენ ჰომინინები.ისინი თავდაპირველად ცხოვრობდენ აფრიკაში.მოგვიანებით გადასახლდნენ სხვადასხვა ადგილზე იმ მიზნით რომ ისინი ეძებდნენ კარგ საცხოვრებელ ადგილს სადაც იქნებოდა მდინარე და ბევრი მცენარე.მოგვიანებით დადგინდა რომ, მათ საქართველოს ტერიტორიაც გაიარეს.

ჩვენი სამუშაო არის ძალიან რთული,ვმუშაობთ უამრავი იარაღის გამოყენებით და ძალზედ ფრთხილად რადგან არაფერი დაზიანდეს.

 

 

3

დმანისში აფრიკიდან წამოსული ადამიანების უძველესი ნამოსახლარია ევროპის ტერიტორიაზე.ჩვენი უძველესი წინაპრები აქ კარგი საცხოვრებელი პირობების ძებნამ მოიყვანა.დღეს აღმოვაჩინეთ ქალის ქვედა ყბა,რომელზეც უნდა ჩავატაროთ ლაბორატორიული კვლევები.როცა კვლევებს ჩავატარებთ ყველაფერს გეტყვი.

4

უკვე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები,რის შემდეგაც დადგინდა რომ ეს ქალის ქვედა ყბა მილიონ რვაასი ათასი წლის წინანდელია.მას სახელად ,,მზია” დავარქვით,ეს სახელი ძალიან გავრცელდა და თითქმის ყველამ იცის მისი გრაფიკულად აღდგენილი გამოსახულება.

5

შემდგომში აღმოჩენებით და კვლევებით დადგინდა ჰომო ერექტუსების სახეობა,რომელსაც ჩვენ ,,ჰომო გეორგიკუსები” ვუწოდეთ

6

დმანისის პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო მეცნიერებაში მიმდინარე პროცესებში. არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი, არ არის აღმოჩენილი ჰომინინების, განამარხებული ცხოველების და ქვის იარაღების ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია ერთი და იმავე შრიდან

7

საქართველო და კერძოდ დმანისი მსოფლიო პალეოანთროპოლოგიის უმნიშვნელოვანესი კერაა და აქ გაკეთებული დასკვნები მხოლოდ ახალი აღმოჩენებით შეიძლება გადაისინჯოს.

რამდენიმე სრულიად კონკრეტული არტეფაქტის შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნები მაგ:ქვედა ყბაზე,კბილების განლაგების ცვლილება,თავის ტვინის მოცულობა.დმანისი აღმოჩენები და საქართველოს ტერიტორიაზე გაკეთებული სხვა აღმოჩენები საქართველოს აქცევს ადამიანის ევოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად.

8

არტეფაქტის ჩანაწერები

 

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალა

 

ნივთიერი წყაროს აღმოჩენის თარიღი:2005წელი

 

ნივთიერი წყაროს აღმოჩენის ადგილი:დმანისი 

 

 

9

ნივთიერი წყაროს აღწერილობა:

დაახლოებით 600 კუბური სანტიმეტრი ტვინის მოცულობის მქონე თავის ქალა დათარიღებულია 1,8 მილიონი წლით და ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია.ეს არის ყველაზე პატარა და პრიმიტიული თავის ქალა, რაც კი აღმოუჩენიათ აფრიკის საზღვრებს გარეთ.

 

10

 

ზეზვა და მზიაზეზვა და მზია | Georgia About

11

აღსანიშნავია,რომ პირველი ადამიანი ძალიან განსხვავდებოდა 21-ე საუკუნის.მათ ჰქონდათ უფრო დიდი ზომის ყბები, შედარებით მცირე ზომის ნიკაპი და განსხვავებული შუბლის ნაწილი.ასევე განსხვავებული ხელის კიდურები.

 

დმანისში აღმოჩენილი პირველი ევროპელების, ზეზვასა და მზიას ნახვა შესაძლებელია დმანისის მუზეუმში

12

საქართველოს ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის არა ერთი და ორი სადგომია ნაპოვნი.ის აქ 300 ათასი წლის წინ მომთაბარეობდა,როგორც დაბლობ,ისე მთისწინა და მთიან რეგიონებში.არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იმ პერიოდის ადამიანთა მეტ-ნაკლებად მუდმივი და დროებითი სადგომები.

13

ისინი თავს აფარებდნენ მღვიმეებს ან ხის ტოტებისგან გამართულ ფანჩატურებს.საკვების მოპოვების მიზნით ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ და კავკასიის ახალ ფართობებს ითვისებდნენ.

14

ამ დროებით სადგომებშივე ამზადებდნენ ქვის პრიმიტიულ იარაღს,რომლითაც მოიპოვებდნენ საკვებს და იცავდნენ თავს.პირველყოფილი ადამიანის იარაღი იყო ქვის ხელცული,ქვის ანატკეცებისგან გაკეთებული საკვეთი,საჭრისი,საძგერებელი და სხვა.

15
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content