დმანისის საველე დღიური

by Nikoloz Tchedia

This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

დმანისის საველე დღიური

  • Joined Oct 2023
  • Published Books 1

დმანისის საველე დღიური

 

 

ავტორი: ნიკოლოზ ჭედია

 

დმანისში, პირველი ევრაზიელის კვალდაკვალ

 

 

2006 წელი

2

შესავალი

 

        მე ვარ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჭედია.არქეოლოგებმა აჭარაში უძველესი ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს - 21.05.2018-ს, Sputnik საქართველო

 

2001 წელს მოვიპოვე შოთა  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი, პროექტზე: ,,პირველი ევროპელი”. პროექტის ვადა არის 5 წელი (2001-2006). პროექტის მიზანია გაარღმავოს 1983 წელს საქართველოში, დმანისში დაწყებული კვლევები და მეტი სიცხადე შეიტანოს პირველი ევროპელის ასაკის დადგენის საკითხში.  დაგეგმილია კვლების დასასრულს სტატიის გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში საიენს (Science).

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კბილის აღმომჩენები შარში ეხვევიან - სად არის ოროზმანელი ადამიანის კბილი?

ამ ექსპედიციის შემადგენლობაში არიან მე, ნიკოლოზ ჭედია (ექსპედიციის ხელძღვანელი) და ექსპედიციის წევრები: გიორგი უცხრიკიძე, საბა ნაყოფია, ანდრია ლურსმანაძე და მათე ხუციშვილი.

 

კვლევისთვის გამოყენებულია: მარშალტუნის ტრავერები, საცერი, ფუნჯები, ბარი, წერაქვი, ჩაქუჩი, თასლი, ხელის ნიჩაბი, რუკა და საველე დღიური.

 

კვლევა ჩატარდა საქართველოში, დმანისში.

3

აღწერილობა

 

ექსპედიცია 2001 წლის 15 ივნისს შეუდგა საველე კვლევას. ამინდი იყო დამაკმაყოფილებელი, ტემპერატურა 27 გრადუსი, 25 ივნისამდე მიმდინარეობდა ინტენსიური გათხრითი სამუშაოები, რომელშიც იყვნენ ასევე ჩართულნი ადგილობრივი მოხალისეები. 25 ივნისს აღმოვაჩინეთ მიწაში 2 მეტრის სიღრმეზე  ადამიანის მსგავსი არსების ქვედა ყბა, რომელიც გავასუფთავეთ, განვათავსეთ სპეციალურ ყუთში და შემდგომი კვლევისთვის მომდევნო დღეს გავაგზავნეთ ისტორიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. ასე გრძელდებოდა თითოეული აღმოჩენის დროს, ყოველივე ეს დეტალურად აღწერილია კვლევის ანგარიშში.

რას გვიყვება დმანისში ნაპოვნი თავის ქალა უძველეს "ადამიანებზე" — ინტერვიუ ანა მარგველაშვილთან

კვლევის განვმალობაში აღმოვაჩინეთ 2 ადამიანის მსგავსი არსების ქვედა ყბა, 3 თავის ქალა და ჩონჩხების სხვა წვრილი ნაწილები. ჩონხების აგებულება ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის აგებულებისგან: მათ ჰქონდათ დიდი ყბა, შედარებით მცირე ზომის ნიკაპი და გრძელი ზომის კიდურები, რაც მიანიშნებს იმას, რომ ჯერ კიდევ გამოიყენებდნენ ხელებს ცოცვისთვის. კვლევის ფართობმა შეადგინა 700 კვ.მ.

 

 

4

შედეგების ანალიზი

 

ჩვენ მიერ დმანისში აღმოჩენილი არტეფაქტების ლაბორატორიულმა კვლევის შედეგებმა, დაადასტურეს, რომ მათი ასაკი არის 1 800 000 წელი. ამ უნიკალური აღმოჩენით პირველი ევროპელის დღემდე ცნობილი ასაკი 2-ჯერ გაიზარდა.  აღსანიშნავია, რომ ეს სენსაციური აღმოჩენა  ამერიკულმა გამოცემამ Science-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალია და ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიო სამეცნიერო კვლევების შედეგებს, დმანისის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას თავისი გარეკანიც დაუთმო.

თავის ქალა, რომელმაც მსოფლიო მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა

თავის ქალა, რომელმაც მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ წარუდგინა საქართველო, როგორც დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი კერა.

 

ამ არტეფაქტების მაკეტები თბილისში, ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მათი დათვალიერება. გარდა ამისა, აღმოჩენილი ჩონჩხის ნაწილებისგან დამზადდა ქალისა და კაცის მაკეტი, რომელსაც სახელად ,,მზია და ზეზვა” უწოდეს.დმანისში ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს

საინტერესოა, რომ ამ ახალი აღოჩენით გაიზარდა დმანისით დაინტერესებული პირების რაოდენობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა აქვთ, ამ აღმოჩენით არსებითი გარღვევა მოხდა არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

5
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content