დმანისის საველე დღიური

by davit bolkvadze

Artwork: დავით ბოლქვაძე

This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

დმანისის საველე დღიური

by

Artwork: დავით ბოლქვაძე

  • Joined Jul 2021
  • Published Books 3

ძალიან მიყვარს ისტორია, ამიტომაც გავხვდი ისტორიკოსი. ვიკვლევ კაცობრიობის უძველეს წარსულს. რამდენიმე წელია დმანისის ტერიტორიაზე ვმუშაობ, უამრავი არტეფაქტი მოვიპოვეთ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ისტორია გადავწერეთ.

2

ჩვენი უძველესი წინაპრების შესახებ მხოლოდ ნივთიერი წყაროები გამომადგება, რომელიც მიწაში უნდა მოვიპოვო გათხრების დროს. გათხრებისას ყურადდღებით უნდა ვიყო, რომ არაფერი დავაზიანო.

3

დმანისში აფრიკიდან წამოსული ადამიანების უძველესი ნამოსახლარია ევროპის ტერიტორიაზე. ჩვენი უძველესი საერთო წინაპრები აქ უკეთესი საცხოვრებელი პირობების ძებნამ მოიყვანა.

თავდაპირველად აღმოვაჩინეთ ქალის ქვედა ყბა, რომელიც შემდგომი ლაბორატორიული კვლევების მილიონ რვაასი ათასი წლის აღმჩნდა. მას სახელად ,,მზია“ დავარქვით, თითქმის ყველამ იცის დღეს მისი გრაფიკულად აღდგენილი გამოსახულება.

4
დმანისის საველე დღიური by davit bolkvadze - Illustrated by დავით ბოლქვაძე - Ourboox.com

შემდგომი აღმოჩენებით ( მაგ; ყველაზე კარგად შემონახული უძველესი ადამიანის თავის ქალა და ყბა) და კვლევებით დადგინდა, რომ დმანისის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ჰომო ერექტუსების სახეობა, რომელსაც ჩვენ ,,ჰომო გეორგიკუსები „ შევარქვით.

6

7

დავა დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია რრომ საქართველო და კერძოდ დმანისი მსოფლიო პალეონთოლოგიის უმნიშვნელოვანესი კერაა და აქ გაკეთებული დასკვნები მხოლოდ ახალი აღმოჩენებით შეიძლება გადაისინჯოს.

რამდენიმე სრულიად კონკრეტული არტეფაქტის შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნები ( მაგ; ქვედა ყბაზე კბილების განლაგების ცვლილება, თავის ტვინის მოცულობა) მდგომარეობს იმაში, რომ დმანისი აღმოჩენები და საქართველოს ტერიტორიაზე გაკეთებული სხვა აღმოჩენები საქართველოს აქცევს ადამიანის ევოლუციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად .

8

​„დმანისის ეს აღმოჩენები უნდა გამოიყენოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ხელშეწყობის შემთხვევაში, ნაქალაქარში ტურისტების ტევა არ იქნება“, – ამბობს ჯუმბერ კოპალიანი. – „გერმანელს, ესპანელს, ფრანგს თუ ამერიკელს, რომელსაც შემოვლილი აქვს მთელი მსოფლიო, ფიქრობს სად წავიდეს. როცა ისინი გებულობენ უძველესი ადამიანის ბინადრობის ადგილს, ალაგებენ ჩემოდნებს და მოდიან აქეთ. ჩინეთში არის ისტორიული ადგილი, სადაც აღმოჩენილია ნახევარი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ნაშთები, ტურისტების საოცარი ბუმია იქ. ჩვენი აღმოჩენა კი იმაზე მილიონი წლით უფროსია. ტურისტებს ზღვით ვერ დავაინტერესებთ, დავაინტერესებთ ისტორიული ძეგლებით, ისეთით, როგორიც დმანისის ნაქალაქარი და იქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებია“.

9

არტეფაქტის ჩანაწერები

 

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალა

 

ნივთიერი წყაროს აღმოჩენის თარიღი :           2005 წელი 

ნივთიერი წყაროს აღმოჩენის ადგილი :           დმანისი

ნივთიერი წყაროს აღწერილობა (ფორმა, ფერი, სხვა მახასიათებლები…) :   დაახლოებით 600 კუბური სანტიმეტრი ტვინის მოცულობის მქონე თავის ქალა დათარიღებულია 1,77 მილიონი წლით და ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ეს არის ყველაზე პატარა და პრიმიტიული თავის ქალა, რაც კი აღმოუჩენიათ აფრიკის საზღვრებს გარეთ.

10

როგორ დაგეხმარათ ეს აღწერილობა უფრო მეტი გაგეგოთ აღმოჩენილი არტეფაქტის შესახებ?

 

1,8 მილიონი წლის თავის ქალის აღმოჩენამ საქართველოში ევოლუციის გაგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახალი კვლევების თანახმად, უძველესი ადამიანი არ მოდის აფრიკიდან, როგორც შვიდი სახეობა, არამედ ის არის ერთი „ჰომო ერექტუსი“ გარეგნობის განსხვავებული ნიშნებით.

სამუშაო იარაღები იპოვნეს ახლომახლო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული სახეობები ნადირობდნენ დიდ მტაცებელ ცხოველებზე, მათ შორის ვეფხვებზეც.

11

რას გეუბნებათ არტეფაქტი იმ ხალხზე, რომლებსაც ჰომო გეორგიკუსებს ვეძახით?

 

 

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ის იყო 1,5-1,6 მეტრი სიმაღლის, იწონიდა 50-60 კგ-ს და თავდაჯერებულად გადაადგილდებოდა ორ ფეხზე. სწორედ ეს თვისებები ახასიათებს ჰომო ჰაბილისს, რომელიც ჰგავს მას. ჰომო გეორკუსის აღმოჩენამ მეცნიერები და საზოგადოება დააბნია, რადგან მათ გაუჩდათ კითხვა „მაინც საიდან არის წარმოშობით ადამიანი?“. მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ადამიანი აფრიკაში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა კონტინენტებზე, მაგრამ დმანისში აღმოჩენილი ახალი ჰომონიდი არ მიეკუთნება აფრიკაში მცხოვრებ ინდივიდს. მეცნიერები ჰომო გეორგიკუსს ჭკვიანი ადამიანის ანუ  ჰომო ჰაბილისის და ჰომო ერექტუსის გარდამავალ ინდივიდად მოიხსენიებენ.

12

რისი ცოდნა გსურთ ამ არტეფაქტის შესახებ და როგორ შეეცდებით გაარკვიოთ?

 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზეზვასა და მზიას წინაპრების ევოლუცია დაიწყო 2 მილიონი წლის წინ, როდესაც ისინი აფრიკიდან სამხრეთ აზიაში გამოემართნენ. როგორც ავღნიშნე, ისინი არცთუ ისე მაღლები იყვანენ, მოკლე კიდურები და პატარა თავის ქალა ჰქონდათ, ანუ მათი სხეული არ იყო სამოგზაუროდ შექმნილი. ისინი ნადირობდნენ ქვის იარაღებით და რაც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, ეს თვითონ ის ფაქტია, რომ ისინი თავს ირჩენდნენ ნადირობით, დმანისის ტერიტორია კი ხელსაყრელი იყო სანადიროდ. 

13

ივარაუდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვენი აღმოჩენა, როგორ დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხის კვლევაში და შეცვლის თუ არა უკვე არსებულ სურათს.

 

მათ არ ჰქონდათ დახვეწილი სანადირო იარაღი და ინსტრუმენტები საცხოვრებლად, ამიტომ საეჭვოა, რომ ასეთ მოუმზადებელ ჰომინიდებს გადაელახათ ასეთი დიდი ტერიტორია. ბევრი საიდუმლოებით მოცული ფაქტია დმანისში აღმოჩენილი ადამიანების გარშემო, რაც მათ უფრო მიმზიდველს ხდის მეცნიერებისთვის და ტურისტებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content