ინტერვიუ ნეოლითელ ადამიანთან by davit bolkvadze - Illustrated by დავით ბოლქვაძე - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

ინტერვიუ ნეოლითელ ადამიანთან

by

Artwork: დავით ბოლქვაძე

  • Joined Jul 2021
  • Published Books 3

ჩვენი წიგნი გამოგონილი ამბავია, რა კითხვებს დავუსვამდითჩვენს შორეულ წინაპარს, ნეოლითელ ადამიანს და რას გვიპასუხებდა ის ….. ნამდვილი ინტერვიუ მართლა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამჯერად წარმოსახვითითაც უნდა დავკმაყოფილდეთ.

1

ესეც ჩვენი ინტერვიუერი ….. ნადირობიდან დაბრუნდა, ახლა ქოთანს ამზადებს, ეს საქმე ყველაზე მეტად გამოსდის, მაგრამ სანადიროდ მაინც დადის, თანატომელები დიდ ცხოველებზე ნადირობენ, ბევრი ადამიანია საჭირო ….

2
ინტერვიუ ნეოლითელ ადამიანთან by davit bolkvadze - Illustrated by დავით ბოლქვაძე - Ourboox.com

რას საქმიანობ მეგობარო?

 

ბევრი რამის კეთება გვიწევს თავი რომ გავიტანოთ : ადრე ძირითადად ვნადირობდით და საკვებად ვარგის მცენარეებს ვაგროვებდით. ამ საქმიანობას ახლაც მივსდევთ, მაგრამ უფრო მეტ დროს მიწის დამუშავებას, საქონლის მოვლას და ხელოსნობას ვუთმობთ ….. ცხოვრება იცვლება …..

4

რას გულისხმობ ცვლილებაში?

 

ადრე ყველა ერთი და იმავეს აკეთებდა : კაცები ნადირობდნენ, ქალები მცენარეების აგროვებდნენ …იარაღიც მარტო ქვის გვქონდა …. ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა .. მიწის დამუშავება ვისწავლეთ, მოსავალი ცოტაა, მაგრამ ტყეში ძებნას სჯობია, შინაური ცხოველებიც გავიჩინეთ, უფრო მეტი ხორცი გვაქვს, თუმცა ყველა მოშინაურებულ ცხოველს არ ვჭამთ, მაგალთად ძაღლს, გვიცავს და ღამით ყეფით გვატყობინებს საფრთხეს, ნელ-ნელა ხელოსნობაც ვიწსავლეთ, ბევრი ახალი ნივთიგვჭირდება, ისინიც ხომ უნდა დაამზადოს ვინმემ ……

5

როგორ ფიქრობ, ყველაზე დიდი აღმოჩენა რა გაქვთ?

 

 

სპილენძი, რათქმაუნდა, ….. ამ ლითონისგან უამრავი ნივთის დამზადება შეიძლება ….. ადვილი მოსაპოვებელია, მიწის ზემოთაც კი ამოდის, დასამუშავებლადაც იოლია, ძირითადა ჭურჭელს და შრომის იარაღებს ვამზადებთ … ისე, რბილი კი არის და ადვილად იბლაგვება, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი არ გვაქვს …..

6

შენ რითი ხარ დაკავებული?

 

მე თიხაზე მუშაობა მიყვარს …. ჭურჭლეულს ვამზადებ, საინტერესო და სასარგებლო სამუშაოა, სპილენძი ცოტაა, მისგან ყველაფერს ვერ დაამზადებ, სახლში უამრავი ნივთია საჭირო, თიხისგან ვამზადებ ქოთნებს, ჭიქებს და სხვა საჭირო ნივთებს ….. 

7

შენს ნამუშევრებს ხომ არ მაჩვენებდი? 

 

რატომაც არა, მოდი, დაათვალიერე ……. ეს ჩემი დამზადებული თიხის დიდი ქოთნებია, მარცვლეულის შესანახად ვიყენებ … ისე, მარტო თიხისგან არ ვამზადებ იარაღებს, ქვასაც ვიყენებ, ხესაც, იშვიათად სპილენძს ….. 

8
ინტერვიუ ნეოლითელ ადამიანთან by davit bolkvadze - Illustrated by დავით ბოლქვაძე - Ourboox.com
10
11
12
13
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now