მრგვალი და რგოლოვანი ჭიები by tamar Enuqishvili - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

მრგვალი და რგოლოვანი ჭიები

  • Joined May 2016
  • Published Books 7

მრგვალი ჭიები

ნემატოდები (Nematoda), მრგვალი ჭიები — უმდაბლესი ჭიების კლასი Nemathelminthes-ის ქვეტიპისა. აქვთ წაგრძელებული, თითისტარისებრი ან ძაფისებრი სხეული. სხეულის ღრუ სითხით არის ამოვსებული. სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. ნემატოდების კლასში 500 ათასამდე სახეობაა. ფართოდ არიან განვითარებული. ზოგი მათგანი პარაზიტია, ზოგი კი თავისუფლად ბინადრობს ნიადაგსა და წყალში. საქართველოში გავრცელებული ნემატოდებიდან აღსანიშნავია ადამიანის ასკარიდა (Ascaris lumbricoides), ადამიანის ბეწვთავა (Trihocephalus trichiurus), სპირალური ტრიქინელა (Trichinella spiralis), ბავშვთა ენტერობიუსი (Enterobius vermicularis), თორმეტგოჯას ანკილოსტომა (Ancylostoma duodenale) და სხვა. ასღსანიშნავია ფრინველთა სასუნთქი გზების პარაზიტი ნემატოდები სინგამუსის გვარისა (Syngamus trachea). გვხვდება აგრეთვე ფიტონემატოდების მრავალი მავნე სახეობა – კარტოფილის ღეროს ნემატოდები, ხახვისა და ნივრის ღეროს ნემატოდები, ხორბლის ნემატოდები, ციტრუსების ნემატოდები და სხვა.

2

რა არის ასკარი. ზემო სასუნთქი გზების ...

 

Аскариды: фото как выглядит аскарида человеческая - YaChist.ru

3

ასკარიდისებრნი (Ascarididae) — მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა — 15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა — სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება. მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქეაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის ღრუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 – 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 – 1,5 წლამდე.

ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება.

4

პირველი ნიშნებია, რომ ბავშვს ჭიები ...

პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში. მათი არსებობის ძირითადი ...

ორგანიზმში - новый тренд смотреть онлайн на сайте ...

 

5

ტრიქინატრიქინელა (ლათ. Trichinella spiralis) — ადამიანისღორისმღრღნელების, მტაცებელი და მწერიჭამია ძუძუმწოვრების ძლიერ საშიში პარაზიტული მრგვალი ჭია. მისი სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ამ ცხოველთა წვრილ ნაწლავში, ხოლო ლარვები — განივზოლიან კუნთებში. დასნებოვნებულ ხორცთან ერთად მასპინძლის კუჭნაწლავში მოხვედრილი ლარვები თავისუფლდებიან კაფსულისაგან და ცხოვრობენ წვრილ ნაწლავში. აქ ისინი გადაიქცევიან სქესმწიფე ფორმად. განაყოფიერების შემდეგ დედალი ტრიქინა იჭრება ნაწლავის ლორწოვან გარსში და შობს 1000-მდე ლარვას. ლიმფური სისტემის გზით ლარვები ხვდებიან სისხლში და ვრცელდებიან მთელ სხეულში, შეიჭრებიან განივზოლიან კუნთებში და ეხვევიან სპირალურად. მათ გარშემო წამოიქმნება შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა. ამ მდგომარეობაში ლარვები 20 წლამდე ცოცხლობენ. სქესმწიფე პარაზიტად გარდასაქმნელად აუცილებელია სხვა ცხოველის ორგანიზმში მოხვედრა.

6

Trichinella larv1 DPDx.JPG

7

რგოლოვანი ჭიები

 

რგოლოვანი ჭიები (Annelida), მაღალი ორგანიზაციის ჭიების ტიპი. მათი სიგრძე რამდენიმე მმ-დან 3 მ-მდეა. სხეული ორმხრივსიმეტრიულია, შინაგანი ტიხრებით დაყოფილია სეგმენტებად (სომიტები), რასაც შეესაბამება გარეგანი რგოლები. რგოლოვანი ჭიებს ახასიათებთ  კარგად განვითარებული კან-კუნთოვანი პარკი.

Characteristic features of phylum Annelida - Online Science Notes

 

8
  • ჭიაყელები — მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიების რამდენიმე ოჯახის საერთო სახელწოდება. მათი სხეული შედგება 80-დან 300-მდე სეგმენტისაგან. ყოველ სეგმენტზე, წინას გარდა, 8-8 (ზოგ ტროპიკულ ფორმებს რამდენიმე ათეული) მოკლე ჯაგარია, რომლებსაც ჭიაყელები მოძრაობის დროს ეყრდნობიან. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გავრცელებული ფორმების სიგრძე 8-15, იშვიათად 40 სმ აღწევს, აქვთ კარგად განვითარებული სისხლის მიმოქცევა. სუნთქავენ კანითნერვული სისტემა შედგება სუსტად განვითარებული თავის ტვინისა და მუცლის ძეწკვისაგან. გრძნობის ორგანოები არ აქვთ, სამაგიეროდ კანში ბევრი მგრძნობიარე უჯრედია. არიან ჰერმაფროდიტები. განაყოფიერება და კვერცხების განვითარება ხდება პარკებში, რომლებსაც გამოყოფს სარტყელი – წინა რამდენიმე სეგმენტის ჯირკვლოვანი გამსხვილება. პარკიდან გამოსული პატარა ჭიები 3-4 თვის შემდეგ ზრდასრული ჭიის ზომას აღწევენ. ჭიაყელებს კარგად აქვთ განვითარებული რეგენერაციის უნარი. ბინადრობენ ნიადაგში. იკვებებიან მცენარეული ნარჩენებით, ნაკელით და სხვა. ჭიაყელები მოიცავენ 1500-მდე სახეობას. დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგწარმომქმნელებს, მაგრამ გარკვეული ზიანიც მოაქვთ, რადგან ღორის ფილტვის ჰელმინთებისა და ფრინველების ზოგი პარაზიტის შორისული მასპინძლები არიან.
9

LOMBRICES CALIFORNIANAS - AutoHuerto

10

ეს ჯანმრთელი ჭიაყელა ეკვადორიდანაა.ჩვენთან გავრცელებულ ჭიაყელებთან შედარებით მართლაც რომ გიგანტურია.მისი სიგრძე 1,5 მეტრია და იწონის 500 გრამამდე.

 

Project Noah-ს ფოტო.

11

ახალი ზელანდიის სანაპიროს მახლობლად გიგანტური, 8-მეტრიანი ზღვის ჭიაყელა აღმოაჩინეს.

 

 

12

წყარო :https://ka.wikipedia.org/wiki

სურათები:https://www.google.com/

13
14
15
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content