სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

სამკურნალო მცენარეები

by

Artwork:

  • Joined May 2016
  • Published Books 7
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ხალხურ მედიცინაში ქრისტესისხლას რძეწვენს იყენებენ მრჭეჭების, პიგენტური ლაქების, კოჟების მოსაშორებლად.  ჭრილობების, სირსველის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ .

ნახარში და ნაყენები გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

 ქრისტესისხლას ნახარშს იყენებს ცხვირი და ყელში გამოსავლებლად პოლიპების დროს.

3
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

სამფერა იას მიწისზედა ნაწილები, მდიდარია გლიკოზიდებით, ეთერზეთებით, კაროტინოიდებით, საპონინებითა და C ვიტამინით.
სამფერა იისგან დამზადებულ პრეპარატებს ანთებისა და ხველის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. მისი ნაყენი მეტად სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. მას შარდგამომყოფი და ნაღველმდენი თვისებები აქვს.

5
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს.

მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს.

გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის.

7
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

თავშავას ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მაღალი სექსუალური აღგზნების დროს.

მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.

9
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ჭინჭრის ფოთლების ნაყენს იყენებენ, როგორც სისხლედენის საწინააღმდეგო საშუალებას ბაუსილის დროს, ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.

ჭინჭარი მნიშვნელოვნად აუმჯობებსებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

დასალევი ნაყენის მისაღებად, 4 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს ერთ ჭიქა მდუღრე წყალს ასხავენ და სვავენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.

11
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

გულყვითელას ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას. აგრეთვე ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ.

გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, მის ნაყენს ივლებენ აგრეთვე ტონზილიტისა და ანგინის დროს.

აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას. იგი ასევე კარგად მოქმედებს გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების დროს.

13
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ყვავილების ნაყენი გამოიყენება ტრაქეიტების ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების დროს.

აგრეთვე სისხლნაკლებობის დროსაც. ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის და ქალური დაავადებების დროს და ფაღარათის დროს.

ბავშვებში საყმაწვილოს ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულების და სხვა გამონაყარის დროს. გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები.

ჭინჭრის დედას გააჩნია აგრეთვე ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება.

15
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი, საჭმლის მონელების  მარეგულირებელი და სისხლში შაქრის რაოდენობის შემამცირებელი საშუალება.

 იგი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის წვენის სეკრეციას და პერისტალტიკას, მადის აღმძვრელია.

ვარდკაჭაჭას გამოყენებას ურჩევენ ნერვული აღგზნების, ისტერიკის, იპოქონდრიის დროს.

ვარდკაჭაჭას ნაყენებს იყენებენ კანზე გამონაყარის, ფერიმჭამელების, ძირმაგარების დროს. ძლიერი ნაყენები და ნახარშები გამოიყენება ძველი ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდ. დიათეზის დროს ბავშვებს უკეთებენ მის აბაზანებს.

17
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ასკილის ნაყოფს იყენებენ სურავანდის, კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღველის დაავადების დროს.

თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.

ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ.

ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

19
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია.

ეფექტურია საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე ცისტიტის, ურეთრიტის, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

21
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ლენცოფას ფოთლების ექსტრაქტს იყენებენ , როგორც სპაზმების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭნაწლავისა და სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადების დროს.

ლენცოფასგან მზადდება ზეთები, რომლებიც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იხმარება დაჟეჟილობის, იშიაზისა და სხვა შემთხვევებში.

ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

პირველი დახმარება: შეტივნარებული გააქტიურებული ნახშირით და კალიუპერმანგანატის ხსნარით კუჭის ამორეცხვა, შემდეგ მარილიანი პაბახარათო საშუალებანი, მაგარი ჩაი, ყავა და სხვა.

23
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ხალხური მედიცინა ვირისტერფას იყენებს ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კატარის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. 

ის აშუშებს დამწვრობას, წყლულებსა და ფურუნკულებს. მას წარმატებით იყენებენ აგრეთვე მასტიტისა (სარძევე ჯირკვლის ანთება) და წითელი ქარის სამკურნალოდ, თმის ძირების გასამაგრებლად თმის ცვენის დროს.

25
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

შუა საუკუნეებში ენდროს ფესვებს იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად.
ენდროსშემცველი პრეპარატები შლიან ფოსფატურ და ოქსალატურ ქვებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. აქვთ შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება. აძლიერებენ შარდსადენების მუსკულატურის პერისტალტიკას, რითაც ხელს უწყობენ ქვების გამოდევნას.
ენდროს ფესვებისა და ფესურის ნაყენი შედის პრეპარატ ცისტენალის შემადგენლობაში, რომელსაც უნიშნავენ ავადმყოფებს კენჭოვანი დაავადების დროს.

ასეთი ნაყენების გამოყენება არ შეიძლება კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და თირკმელების უკმარისობის დროს.

27
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

კულმუხოს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების: ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა.

ის კარგი საშუალებაა გასტროენერიტისა და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და გრუნტის ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასიკვდილო ორგანოების, ღვიძლის დაავადების და ბუასილის დროს.

29
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მთელი რიგი დაავადებების დროს. როგორებიცაა: ნევროზი, ნერვული გულისცემა, კლიმაქსი, დისმენორეა, მელანქოლია, ბრონქული ასთმა, პირღებინება ორსულობის დროს,

თავის ტკივილების საწინააღმდეგოდ.

მას იყენებენ ნევროზული მდგომარეობის დროს, რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა, ასევე – მუცლის არეში ტკივილის, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების, პირის ღუში ცუდის სუნისა და კბილის ტკივილის დროს.

31
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიისა და ფსიქასთენიის მსუბუქი ფორმების, კლიმაქსით გამოწვეული აშლილობის, ვეგეტონევროზების მსუბუქი ფორმების, გულსისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადების დროს, როდესაც მათ ახლავს კუჭისა და ნაწლავვების სპაზმები.

დამამშვიდებელი მოქმედება მჟღავნდება ნელა, მაგრამ საკმაოდ სტაბილურია. პრეპარატების ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას, ეს გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება კატაბალახას პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

33
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში.

მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.

35
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროს.

კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს (განსაკუთრებით ხმის ჩახლეჩვისას), კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალო ნაყენი გამოიყენება საფენების სახით.

37
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

კრაზანას ნაქების გამოყენება როგორც გამოსავალს საშუალებას იძლევა გინინგივითა და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების წაშლა. ასევე პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.

კრაზანს ხარობს ნაღვლსდენი გზაზე და ნაღვლის ბუშტის დისკინეზის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტის, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, ტუბულების, კანზე გამონაყრის და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეთა ხელში სრესენ და იდებენ გარედან დაჟეჟილობის დროს და სისხლის დენის შესაჩერებლად.

39
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ხავერდას ას  აქვს შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებები.აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე, ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

41
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ფოთლების და ყვავილების ჩაის იყენებენ სიცხის დროს; ათავისუფლებს ორგანიზმს შხამიანი ნივთიერებებისგან, აძლიერებს იმუნურ სისტემას; შველის ყელის ტკივილს, სურდოს, სასუნთქი გზების დაცობას. ვარდის ან ასკილის ყვავილის ფურცლებით დამზადებული ნაყენი ან სიროფი ხელს უწყობს ფილტვების ინფექციებთან ბრძოლას.

ებრძვის მომნელებელი ტრაქტის ინფექციებს და აღადგენს ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიულ ფლორას. ვარდის ყვავილებს და თესლებს შარდმდენი თვისება აქვთ, სითხის შეგუბების დროს შველის და აჩქარებს შლაკების გამოყოფას თირკმელების მეშვეობით. აყუჩებენ საშვილოსნოს ტკივილებს ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის დროს.

ვარდის ფოთლების ჩაი ინიშნება როგორც ღვიძლის სამკურნალო საშუალება, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, ასტიმულირებს და წმენდს ღვიძლს და ამცრებს ღვიძლის ფუნქციის მოდუნებით გამოწეულ თავის ტკივილებს და ყაბზობას.

ვარდის ნაყოფი და ყვავილი აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, აძლიერებენ ნერვულ სისტემას, აწესრიგებენ ძილს, ეხმარებიან ადამიანებს დეპრესიის დაძლევაში, დევნიან დაღლილობას და გაღიზიანებას.  

43
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

უკვდავა – ძლიერი ამოსახელებელია, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.

მასში შეყვანა კანაბიგეროლის წყალობით ძლიერ ანტიდეპრესანტს წარმოადგენს.

იდეალური ანტიმიკრობული თვისებები აქვს. სისხლი წმენდს, წნევა აწესრიგებს, ამცირებს შეშუპებას.

უკვდავას ნაყენი აშინავს ანგინაას, ლარინგტს, ბრონხტს.

45
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

პიტნის ნაყენის მიღების შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სხეულს აძლიერებს და ავსებს ენერგიით, აქვს შებერილობის საწინააღმდეგო, კუნთების დაჭიმულობის მომხსნელი,ოფლმდენი, ღებინების საწინააღმდეგო, ნერვების დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური,ანალგეტიკური, შემკრავი, შარდმდენი, შეგუბების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი ეფექტი. ახასიათებს    ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ართრიტის, ნევრალგიის,იშიაზის დროს. შველის მესტრუალურ ტკივილებს, ასთმას და უძილობას. საჭმლის მომნელებელ სისტემას იცავს გაღიზიანებისა და ინფექციებისაგან.მისი წვენი წმენდს ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ხელს უშლის ნაღვლის კენჭის წარმოშობას.პიტნა კარგ შედეგს იძლევა სოკოსა და ვირუსების მკურნალობისას. იგი ასევე შველის კანის დაავადებებს

47
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ქრიზანთემას იყენებენ თავის ტკივილის და, განსაკუთრებით, შაკიკის დროს.  ნედლი ფოთოლი შეგიძლიათ პურთან ერთად ჭამოთ ყოველდღე, უპუროდ ქრიზანთემას ჭამა არ შეიძლება – პირში წყლულები ჩნდება.

ქრიზანთემა მწარეა, მისი მიღება აძლიერებს მადას და საჭმლის მონელებას; სასარგებლოა ღვიძლისთვის, ხსნის გაღიზიანებულობას, ამშვიდებს ნერვებს. მისი ცხელი ნაყენი არის სიცხის დამწევი საშუალება. იგი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედება: ოფლმდენი დამამშვიდებელი, მომადუნებელი, საშვილოსნოს კუნთებისმასტიმულირებელი, ანთების შემაფერხებელი, ანტისეპტიკური, საჭმლის მონელების ხელშემწყობი.

49
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ბეგქონდარა აძლიერებს იმუნოსისტემას ბაქტერიების, ვირუსების და სოკოვანი ინფექციების მიმართ, შველის გაცივებას, ხველას, გრიპს, ინფექციებს, ცისტიტს, კვერცხსავალის ანთებას, ასთმურ და შეტევით ხველას.

იგი კარგად მოქმედებს მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე. შველის კუჭის აშლას, იცავს  ნაწლავთა ბაქტერიულ ფლორას; არის ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი საშუალება. ინიშნება უმადობის, ანემიის, კანისა და ნაღვლის ბუშტის ჩივილების დროს.

აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, სხეულს იცავს გაცივებისგან და ძილად მივარდნისგან.  კარგ შედეგს იძლევა სულიერი და ფიზიკური გამოფიტვის დროს. შიშისა და უძილობის მოსახსნელად. დეპრესიის სამკურნალოდ და განწყობილების  გასაუმჯობესებლად. შარდის გამტარებელი სისტემის ინფექციების დროს მისი ხმარება აუცილებელია. აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და კურნავს გამრავლების აპარატში ინფექციებს. შედეგს იძლევა რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის მკურნალობისას.

51
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

როზმარინი არის შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალება გულის და ნერვული სისტემისთვის; გამოიყენება შიშის, დაძაბულობის, დეპრესიის და უძილობის დროს.

ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, ამცირებს მუცლის ღრუში გაზების დაგროვებას .ხელს უწყობს საკვების ნარჩენებისა და შლაკების გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელებას. არეგულირებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებას და ცხიმდაგროვებას.

როზმარინი არის გამაახალგაზრდავებელი საშუალება, ამუხრუჭებს მოხუცებულობის პროცესს,

ხელს უშლის ტკივილის წარმოშობას.

53
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

სალბი  ძლიერი ანტისეპტიკია, ამიტომ იხმარება გაციების, სიცხის, ყელის ტკივილისა და   ზემო სასუნთქი გზების ინფექციების დროს.  

იგი ეფექტურია ნუშისებრი ჯირკვლები ანთების, ბრონქიტის, ასთმის, კატარის, ცხვირის ღრუს ანთების დროს.

სალბი ამაგრებს იმუნოსოსტემას და შველის ინფექციების თავიდან აცლებას. 

 სალბი ასტიმულირებს მონელებას, ხელს უწყობს სეკრეციას, აწყნარებს ნაღვლის ბუშტს, კუჭს, აყუჩებს ჩხვლეტებს,  ყურყურს, გულისრევას, კუჭის აშლას,  კუჭ-ნაწლავის ანთებას.

სალბი მატებს ძალას და ზრდის სიცოცხლისუნარიანობას, მატონიზირებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. იგი ესტროგენების შემცველია და ამიტომ კარგია მისი გამოყენება კლიმაქსის დროს წამოხურების შეთხვევაში.

სალბი მატონიზირებელი საშუალებაა, ანელებს დაბერების პროცესს და ამცრებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას.

55
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ქონდარი  ააქტიურებს დეზინტოქსიკაციის ფუნქციებს და დიურეზის პროცესს. გრიპისა და რევმატიზმის, ან ჭარბი საკვების მიღებით გამოწვეული პრობლემების დროს ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას.
საკვების შემდეგ ქონდრის ჩაის მიღება დაგეხმარებათ გამოფხიზლებასა და თვლემის დაძლევაში.
ქონდრის აბაზანები ართრიტითა და რევმატიზმით გამოწვეული ტკივილის დაამებაში დაგეხმარებათ.

 ქონდარი ამაგრებს ღრძილებს, ასუსტებს კარიესის წარმოქმნის რისკებს და დეზინფექციას უკეთებს პირის ღრუს.
ქონდრის ეთერზეთი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. გადაჭარბებული გამოყენება ნერვულ სისტემას ზედმეტად აღაგზნებს.
თუ საჭმელი ცხიმიანია, ქონდარი მას შეამსუბუქებს, რადგან ხელს უწყობს საკვების მონელებას.

57
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

კამაში არსებული დიდი რაოდენობით C ვიტამინი, კალციუმი და ეთერზეთები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე, აქვეითებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, მადას,

გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.

იყენებენ ქრონიკული კორონარული უკმარისობის, ჰიპერტონიული პათოლოგიის შემთხვევებში, როგორც შარდმდენ საშუალებას .

59
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com

ხალხურ მედიცინაში ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას, აგრეთვე სასუნთქი გზების დაავადების დროსა და მადის მომგვრელ საშუალებას.

მას ხმარობენ რაქიტის, ნიკრისის ქარების, ღვიძლის დაავადების დროს. ორკბილას ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები.

მას იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით.

61
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com
სამკურნალო მცენარეები by tamar Enuqishvili - Illustrated by   - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content