იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული by Manana Molodinashvili - Illustrated by მანანა მოლოდინაშვილი - Ourboox.com
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული

by

Artwork: მანანა მოლოდინაშვილი

Lagodekhis munitsipalitetis Kartubnis sajaro skolis qartuli enisa da literaturis mastsavlebeli.
  • Joined Jul 2017
  • Published Books 3

 

    მოგესალმებით სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები: ციცი ახალკაცი, მარიამ ღამბაშიძე, რეზიკო ნეფარიძე, ანანო მესხიშვილი,  დავით კირვალიძე, გიორგი ნეფარიძე, ნინო წიქარიშვილი, ნატალი ტაბატაძე.

2

 

 

    eTwinning პლატფორმაზე დაიდო საინტერესო და დღევანდელობისათვის აქტუალური პროექტი ,,იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული”. პროექტში ოცამდე სკოლა იღებდა მონაწილეობას, ჩვენც გამოვთქვით სურვილი და ხალისით შევუერთდით მათ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ წინ გველოდებოდა საინტერესო აქტივობები, ბევრი საჭირო და დროული ინფორმაცია, ახალი მეგობრები, საინტერესო შეხვედრები…..მოლოდინი გამართლდა….ახლა კი ვეცდებით წარმოგიდგინოთ ჩვენი პროექტი…..

3
იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული by Manana Molodinashvili - Illustrated by მანანა მოლოდინაშვილი - Ourboox.com

        პროექტის შესახებ

    პროექტის მიზანია მოზარდების მედიაწიგნიერების ამაღლება, დეზინფორმაციის ამოცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება. პროექტის საქმიანობა იქნება დაკავშირებული ისეთ ცნებებთან, როგორიცაა მედიაწიგნიერება, ელექტრონული უსაფრთხოება, კიბერბულინგი, ფიშინგი, ძირითადად ინტერნეტში. 9-14 წლის მოსწავლეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონთან ითანამშრომლებენ. ისინი შეისწავლიან სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას და წესებს მათთან ბრძოლის შესახებ. მოსწავლეები გაეცნობიან როგორ იმუშაონ ინტერნტში განთავსებულ ტექსტებთან.
მოსწავლე დგას დიდი გამოწვევის წინაშე: ციფრული ინფორმაციის მოპოვება, ციფრული წიგნიერების დეფიციტი, საავტორო უფლება, იდენტიფიკაცია, ყალბი ინფორმაციის გარჩევა. საბოლოო პროდუქტი იქნება ვიდეო და ელექტრონული წიგნი, მოსწავლეთა ნაშრომებით, წესებითა და ინსტრუქციებით, თუ როგორ უნდა გამოავლინოთ და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. შექმნიან ასევე პლაკატებს, ანიმაციებს, ინფოგრაფიკას, დაამზადებენ ბროშურებს დაარიგებენ თემში და საკოლო საზოგადოებაში.

5

      პროექტის მიზნები

• „მედიაწიგნიერების „ სწავლების მიზანია, დაეხმაროს ყველა ასაკის პირებს კვლევითი ჩვევებისა და გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც მათ დაეხმარება კრიტიკულ აზროვნებაში, გახდნენ ეფექტური კომუნიკატორები და დღევანდელი მსოფლიოს აქტიური მოქალაქეები.
• გააუმჯობესებს მოსწავლეების მეტყველების, წერის და კითხვის უნარს შეძლებენ ინფორმაციის გარჩევას.
• ისწავლოს განსხვავება ფაქტსა და დეზინფორმაციას შორის.
• გამოიყენოს ისტ ინსტრუმენტები.
• ეფექტური კომუნიკაცია თანაკლასელებთან და პარტნიორებთან.
• ისწავლიან თანამშრომლობით მუშაობას.

6

            სამუშაო პროცესი

• პარტნიორი სკოლების გაცნობა;
• პროექტის ლოგო, კონკურსი;
• პარტნიორები გამოიყენებენ Twinspace– ს, სხვა პროგრამებსა და პლატფორმებს, სოციალურ მედიას, მოსწავლეები აქტიურად იმუშავებენ თანატოლ პროექტში ჩართულ სკოლებთან ჯგუფებში. პროექტის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს ყველა საქმიანობაში და პასუხისმგებელია მათზე.
• პროექტის განხორციელების დრო:ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი

7

    მოსალოდნელი შედეგები

• აიმაღლებენ ციფრული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერებას;
• განივითარებენ ტექნოლოგიის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენების უნარს;
• მოსწავლეები შეისწავლიან თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია.
• საბოლოო პროდუქტი იქნება ვიდეო და ელექტრონული წიგნი მოსწავლეთა ნაშრომებით.
• ქმნიან პლაკატებს, ანიმაციებს, ინფოგრაფიკას.
• ყველა მასალა, მიზანი და აქტივობა ხელმისაწვდომი იქნება Twinspace– ზე,
• სწავლების ახალი მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობით, პროექტზე დაფუძნებულ და მოსწავლეებზე ორიენტირებულ სწავლებასთან.
• მოსწავლეები თავიანთ ცოდნას გაუზიარებენ თანაკლასელებს, მშობლებს და ადგილობრივ საზოგადოებას სხვადასხვა გზების გამოყენებით. (ბროშურის დამზადება).

8

            სკოლების გაცნობა

https://www.youtube.com/watch?v=96Kz7qTYrAU&t=9s

9

         პრეზენტაცია:

   მედიაწიგნიერება და ჩვენ

 

https://view.officeapps.live.com/op/view.aspx?src=https%3A%2F%2Ftwinspace.etwinning.net%2Ffiles%2Fcollabspace%2F4%2F54%2F954%2F203954%2Ffiles%2Fba6ce4b1a.pptx&wdOrigin=BROWSELINK

10

 

 

 

   შემდეგი აქტივობა იყო ლოგოების შექმნა. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა იმუშავეს renderforest პროგრამაში. წარმოგიდგენთ შიდა კონკურსის შედეგად გამარჯვებულ ლოგოს. ავტორი VI კლასის მოსწავლე მარიამ ღონღაძე

11

        მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია-,,კიბერუსაფრთხოება, კიბერბულინგი”

 

 

 

https://view.officeapps.live.com/op/view.aspx?src=https%3A%2F%2Ftwinspace.etwinning.net%2Ffiles%2Fcollabspace%2F4%2F54%2F954%2F203954%2Ffiles%2Fb9753ac90.pptx&wdOrigin=BROWSELINK

12
ესეც ჩვენი პოსტერი

   ეს კი ჩვენ მიერ შექმნილი პოსტერია, რომელიც სკოლის დერეფანში გამოვფინეთ. გვსურდა, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ყველასათვის  გაგვეზიარებინა, რათა ისინიც არ გახდნენ კიბერბულინგისა თუ ფიშინგის მსხვერპლნი, იცოდნენ თუ ვინ არის ჰაკერი…

პოსტერთან ერთად დავამზადეთ ბროშურები და გავავრცელეთ თანატოლებში, მასწავლებლებში, თემში. ვთვლით, რომ შექმნილი ნამუშევრებით აუმაღლდებათ ცნობიერება და საჭირო ინფორმაციას მიიღებენ კიბერუსაფრთხოების, კიბერბულინგისა თუ ფიშინგის შესახებ.

14
იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული by Manana Molodinashvili - Illustrated by მანანა მოლოდინაშვილი - Ourboox.com
იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული by Manana Molodinashvili - Illustrated by მანანა მოლოდინაშვილი - Ourboox.com
იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული by Manana Molodinashvili - Illustrated by მანანა მოლოდინაშვილი - Ourboox.com

  ესეც ჩვენი მედიაგზავნილი პროექტის მონაწილეებისადმი  და არა მარტო მათთვის….

               ჩვენ ვართ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები: რეზი ნეფარიძე, მარიამ ღონღაძე, ანანო მესხიშვილი, გიორგი ნეფარიძე, ციცი ახალკაცი, ნინო წიქარიშვილი, დავით კირვალიძე, ნატალი ტაბატაძე.  ეს მედიაგზავნილი თქვენ, პროექტის მონაწილეებს და არა მარტო თქვენ…..ორიოდე დღეც და…მეფურად შემოაბიჯებს და დამკვიდრდება თავის საბრძანისში წელი რიგით 2022-ე. რა შეიძლება ვისურვოთ, რა შეიძლება გისურვოთ თქვენ, ჩვენს თანატოლებს, საყვარელ პედაგოგებს, მშობლებს, მეგობრებს? წელთა სიმრავლე, სიჯანსაღე და სიძლიერე, ყველა კეთილი სიზმრის ახდენა, ოცნებათა ქცევა სინამდვილედ, სიყვარული, სიკეთე და სიმხნევე, ერის სიძლიერე, ჯიშის ძლიერება, სულის ძლიერება. ჩვენ ხომ XXI საუკუნის ციფრული, მედიაწიგნიერი თაობა ვართ, გვინდა რომ პროექტის თითოეულ მონაწილეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ პროექტის  მთავარი გზავნილი ,,ვიყოთ ინფორმირებულნი და ვიქნებით დაცულნი”. მრავალ ახალ წელს, მრავალჟამიერ!

18
იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული by Manana Molodinashvili - Illustrated by მანანა მოლოდინაშვილი - Ourboox.com

 

   ონლაინ კონფერენციაშიც მივიღეთ მონაწილეობა თემით ,,პოსტერი-ინფორმაციის გავრცელების საშუალება”. პრეზენტატორები: მარიამ ღონღაძე და რეზი ნეფარიძე.

 

 პროექტის ფარგლებში ავიმაღლეთ ციფრული წიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერება, განვივითარეთ ტექნოლოგიის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენების უნარები, შევისწავლეთ თუ როგორ, სად მოვიპოვოთ, გავფილტროთ, შევქმნათ და გავცეთ შესაბამისი ინფორმაცია. გადავწყვიტეთ, რომ დაგროვილი ცოდნა გადაგვეცა ჩვენი თანატოლებისათვის, უფროსი მეგობრებისა და მასწავლებლებისათვის, ამისათვის კი გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობა თუ საშუალება. 

20

 

 მადლობა eTwinning-ს, პროექტის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს. გისურვებთ წარმატებებს.

 

        გვახსოვდეს:

ვიყოთ ინფორმირებულნი და ვიქნებით დაცულნი

21

 

  კართუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები:

ანანო მესხიშვილი, გიორგი ნეფარიძე, ციცი ახალკაცი, დავით კირვალიძე,
ნინო წიქარიშვილი, ნატალი ტაბატაძე, მარიამ ღონღაძე,
რეზი
ნეფარიძე
 

მასწავლებელი: მანანა მოლოდინაშვილი

 

            2022 წელი

22
This free e-book was created with
Ourboox.com

Create your own amazing e-book!
It's simple and free.

Start now

Ad Remove Ads [X]
Skip to content